მთავარ შიგთავსზე გადასვლა
GAIA

მოსწავლეებისთვის · ონლაინ

AI წიგნიერების ონლაინ პროგრამა

მოსწავლეებს AI წიგნიერების საგნის გავლა სკოლაში არჩევით საგნად, კლუბის ან ონლაინ ფორმატში შეუძლიათ.

ონლაინ პროგრამა განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომელთა სკოლებიც AI წიგნიერებას არჩევით საგნად ჯერ არ სთავაზობენ.

ხანგრძლივობა
35 გაკვეთილი
პერიოდი
1 სემესტრი
კლასები
IX–XI
მონაწილეობა
უფასო

სად ისწავლი, სკოლაში თუ ონლაინ?

  • სკოლაში

    ჰკითხე შენს სკოლას, სთავაზობს თუ არა AI წიგნიერებას არჩევით საგნად ან კლუბად. თუ სთავაზობს, საგანს სკოლაში აირჩევ და გაკვეთილებზე კლასელებთან ერთად ისწავლი.

    როგორ ერთვება სკოლა
  • ონლაინ

    თუ შენი სკოლა საგანს ან კლუბს ჯერ არ სთავაზობს, იმავე პროგრამის გავლა ონლაინ შეგიძლია.

გინდა, რომ საგანი შენს სკოლაშიც იყოს?

უთხარი სკოლის ადმინისტრაციას, რომ განაცხადის შემოტანა სკოლას ამ გვერდზე შეუძლია. სკოლების გვერდი

რას ისწავლი

AI წიგნიერების სწავლისას განივითარებ ხელოვნური ინტელექტის გააზრებულად, ეფექტურად და უსაფრთხოდ გამოყენების უნარებს, შენი მომავალი პროფესიის მიუხედავად.

  1. გაიგებ, როგორ მუშაობს AI

    როგორ იღებს AI პასუხს, რაზეა დამოკიდებული მისი ხარისხი და რატომ შეიძლება დამაჯერებელი პასუხი მცდარი აღმოჩნდეს.

  2. ისწავლი AI-ის ეფექტურად გამოყენებას

    როგორ ჩამოაყალიბო ამოცანა, მიაწოდო საჭირო კონტექსტი, შეარჩიო შესაბამისი ინსტრუმენტი და მიიღო ზუსტად ის შედეგი, რაც გჭირდება.

  3. გამოიყენებ AI-ს სწავლაში

    ახსნა, კითხვები, უკუკავშირი და ცოდნის შემოწმება ისე, რომ ფიქრი და გადაწყვეტილება შენი დარჩეს.

  4. შექმნი საკუთარ პროექტებს

    სურათებს, მუსიკას, ვიდეოებს, პრეზენტაციებს, ვებგვერდებს და თამაშებს.

  5. ისწავლი, როგორ გადაამოწმო AI-ის პასუხები

    როგორ გადაამოწმო ფაქტი და წყარო, ამოიცნო გენერირებული ან შეცვლილი კონტენტი და დაიცვა პირადი ინფორმაცია.

  6. დაასრულებ რეალური პროექტით

    გუნდთან ერთად აირჩევ ამოცანას, შექმნი და წარადგენ შენს პროექტს.

როგორი იქნება გაკვეთილები?

ახალ თემებს მოკლედ ავხსნით, დროის უმეტეს ნაწილს კი პრაქტიკას დაუთმობ: შეასრულებ დავალებებს და შექმნი საკუთარ პროექტებს. ნაკლები თეორია, მეტი პრაქტიკა.

იმუშავებ ისეთ ინსტრუმენტებთან, რომლებითაც დღეს რეალურად იქმნება ტექსტი, სურათი, ხმა, ვიდეო და ციფრული პროდუქტები.

ხშირად დასმული კითხვები

განსხვავდება თუ არა ონლაინ პროგრამა სკოლის არჩევითი საგნისგან?

არა. შინაარსი იგივეა; ონლაინ პროგრამა განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომელთა სკოლაც AI წიგნიერებას არჩევით საგნად ჯერ არ სთავაზობს.

რა ღირს მონაწილეობა?

მონაწილეობა უფასოა.

საჭიროა თუ არა წინასწარი ცოდნა ან პროგრამირება?

არა. სწავლა საბაზისო დონიდან იწყება და პროგრამირების ცოდნა საჭირო არ არის.

რა იქმნება პროგრამის განმავლობაში?

პრაქტიკული დავალებები მოიცავს სურათებს, მუსიკას, ვიდეოს, ვებგვერდებს, თამაშებს, AI ასისტენტებსა და ბოტებს. პროგრამა გუნდური AI პროექტით სრულდება.

როგორ მიმდინარეობს სწავლა?

ახალი საკითხები მოკლედ აიხსნება. დროის ძირითადი ნაწილი ეთმობა AI-ისთან უშუალო მუშაობას, შედეგების შედარებას, გაუმჯობესებასა და ჯგუფურ პროექტებს.

რეგისტრაცია

AI წიგნიერების ონლაინ პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.