სკოლებისთვის
AI წიგნიერება არჩევით საგნად სკოლებისთვის
სკოლებს შეუძლიათ პროგრამას შეუერთდნენ და მოსწავლეებს შესთავაზონ არჩევითი საგანი, რომელიც AI-ის გააზრებულ, ეფექტურ და უსაფრთხო გამოყენებას ასწავლის.
- ხანგრძლივობა
- 35 გაკვეთილი
- პერიოდი
- 1 სემესტრი
- კლასები
- IX–XI
რატომ უნდა ისწავლებოდეს ხელოვნური ინტელექტი სკოლაში?
AI უკვე სწავლის, ინფორმაციის მოძიების, შემოქმედებისა და ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ამიტომ, აუცილებელია, ახალ თაობას ამ ტექნოლოგიის სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება სკოლიდანვე შეეძლოს.
სწავლის შედეგები
პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:
- მარტივად ახსნას, როგორ მუშაობს AI და რატომ შეიძლება იყოს მისი პასუხი არაზუსტი ან მიკერძოებული
- მკაფიოდ ჩამოაყალიბოს ამოცანა AI-ისთვის და ეტაპობრივად გააუმჯობესოს მიღებული შედეგი
- ამოცანის მიხედვით შეარჩიოს შესაბამისი AI ინსტრუმენტი ან შეაფასოს, რომ AI საჭირო არ არის
- გამოიყენოს AI სწავლაში ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი აზროვნება და ჩართულობა
- კრიტიკულად შეაფასოს AI-ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და გადაამოწმოს მნიშვნელოვანი ფაქტები და წყაროები
- გამოიყენოს AI უსაფრთხოდ და დაიცვას პირადი და კონფიდენციალური ინფორმაცია
- შექმნას პრაქტიკული პროექტი AI-ის გამოყენებით და განსაზღვროს მასში საკუთარი როლი
სწავლა კეთებით
სწავლის მეთოდი მაქსიმალურად პრაქტიკულია და ეფუძნება რეალურ ამოცანებს, სცენარებსა და ცდისა და გაუმჯობესების მეთოდს.
- რეალურ და ნაცნობ ამოცანებზე მუშაობა
- დისკუსია და სცენარების განხილვა
- სხვადასხვა მიდგომების შედარება
- პრაქტიკულ პროექტებზე მუშაობა
- ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობა
რას უზრუნველყოფს GAIA
მზა სასწავლო პროგრამა და რესურსები
გაკვეთილების მიზნები, თანმიმდევრობა და პრაქტიკული აქტივობები ერთიან სასწავლო პროგრამაშია თავმოყრილი.
მასწავლებელთა მომზადება
საგნის სწავლებისთვის მოქმედებს ცალკე მომზადებისა და მენტორობის პროგრამა, რომელიც მასწავლებლებს ეტაპობრივად ამზადებს საგნის დამოუკიდებლად სწავლებისთვის.
მომზადების პროგრამაპრაქტიკული ტრენინგები
ნებისმიერი საგნის მასწავლებლისთვის ხელმისაწვდომია პრაქტიკული ონლაინ AI ტრენინგები.
ტრენინგების შესახებ
როგორ შეუძლია სკოლას ჩართვა
სკოლას პროგრამაში მონაწილეობა ოთხ ფორმატში შეუძლია. სკოლასთან ერთად შეირჩევა ყველაზე ოპტიმალური ფორმატი.
არჩევითი საგანი GAIA-ს მენტორით
სკოლას ჰყავს ჯგუფი და საგანი ცხრილშია. გაკვეთილებს GAIA-ს მენტორი ატარებს.
არჩევითი საგანი სკოლის მასწავლებლით
საგანს სკოლის მასწავლებელი ატარებს GAIA-ს მენტორობითა და მხარდაჭერით.
კლასგარეშე ჯგუფი
სარეზერვო ფორმატი სკოლებისთვის, სადაც საგნის ცხრილში ჩასმა ჯერ რთულია. საგანს კლუბის ფორმატში GAIA-ს მენტორი ატარებს.
ონლაინ ჯგუფი
სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ერთ ონლაინ ჯგუფში ერთიანდებიან.
ხშირად დასმული კითხვები
რომელი კლასებისთვისაა საგანი?
არჩევითი საგანი განკუთვნილია IX–XI კლასებისთვის.
რა არის ალტერნატივა, თუ სკოლა საგანს ჯერ არ სთავაზობს?
მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია იმავე პროგრამის ონლაინ ფორმატი.
რამდენ ხანს გრძელდება საგანი?
პროგრამა მოიცავს 35 გაკვეთილს ერთი სემესტრის განმავლობაში. პირველ სემესტრში გაკვეთილების რაოდენობა შეიძლება მოერგოს სემესტრში დარჩენილ კვირებს.
რა ღირს სკოლისთვის მონაწილეობა?
სკოლისთვის მონაწილეობა უფასოა.
ვინ ასწავლის საგანს?
საგნის სწავლებისთვის მოქმედებს მასწავლებელთა მომზადებისა და მენტორობის ცალკე პროგრამა. პრიორიტეტი ენიჭებათ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათემატიკის მასწავლებლებს, თუმცა პროგრამაში სხვა საგნის მასწავლებლებიც შეიძლება ჩაერთონ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად.
საჭიროა თუ არა მოსწავლეებისთვის წინასწარი ტექნიკური ცოდნა?
არა. საგანი საბაზისო დონიდან იწყება.
სკოლის განაცხადი
ინფორმაცია AI წიგნიერების არჩევით საგნად დანერგვისა და სკოლის განაცხადის შესახებ.