მასწავლებელთა მომზადების პროგრამა
AI წიგნიერების საგნის სწავლებისთვის მომზადება
მომზადებისა და მენტორობის პროგრამა მასწავლებლებისთვის, რომლებსაც AI წიგნიერების საგნის სწავლება სურთ.
- დაწყება
- ოქტომბერი
- ხანგრძლივობა
- 1 სემესტრი ან 1 სასწავლო წელი
- საორიენტაციო დატვირთვა
- კვირაში 3–4 საათი
რატომ ვამზადებთ მასწავლებლებს
მეტი მასწავლებლის მომზადება ნიშნავს, რომ საქართველოში მეტი მოსწავლე შეიძენს აუცილებელ AI ცოდნასა და უნარებს.
პროგრამა საშუალებას მოგცემთ, განივითაროთ თქვენი AI უნარები, ხოლო მისი დასრულების შემდეგ შეძლებთ თავად ასწავლოთ AI წიგნიერება სკოლაში.
რას მიიღებთ პროგრამის ფარგლებში
AI უნარები და სასწავლო რესურსები
AI-ის მუშაობის პრინციპები, თანამედროვე ინსტრუმენტები და საგნის სრული სასწავლო მასალა: ლექციები, პრაქტიკული დავალებები და დამატებითი რესურსები.
მენტორობა და საკლასო გამოცდილება
მუშაობა გამოცდილ პედაგოგებთან და AI პროფესიონალებთან, AI წიგნიერების რეალურ გაკვეთილებზე დასწრება და სწავლების პროცესზე დაკვირვება.
მზადყოფნა დამოუკიდებელი სწავლებისთვის
საგნის შინაარსის, სწავლების მიდგომებისა და პრაქტიკული აქტივობების ათვისება ისე, რომ საგნის სწავლება დამოუკიდებლად შეძლოთ.
როგორია პროცესი
- 1
განაცხადი
შეავსებთ განაცხადს და მოგვიყვებით თქვენი გამოცდილებისა და მოტივაციის შესახებ.
- 2
შერჩევა
განაცხადის შემდეგ პროგრამის გუნდი დაგიკავშირდებათ, რათა უკეთ გავეცნოთ თქვენს უნარებს, ინტერესსა და მოლოდინებს.
- 3
მომზადება და მენტორობა
ლექციები, პრაქტიკული მუშაობა, სასწავლო რესურსები, მენტორობა და გაკვეთილებზე დაკვირვება ერთი სემესტრის ან სასწავლო წლის განმავლობაში, მონაწილის გამოცდილებისა და პროგრესის მიხედვით.
- 4
სერტიფიცირება და დამოუკიდებლად სწავლება
პროგრამის ბოლოს მენტორებთან ერთად შეაფასებთ საკუთარ მზადყოფნას და განსაზღვრავთ, როდის დაიწყებთ საგნის დამოუკიდებლად სწავლებას.
ვის შეუძლია პროგრამაში ჩართვა
- პრიორიტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათემატიკის მასწავლებლებს მიენიჭებათ. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი სხვა საგნის მასწავლებელსაც კარგი ტექნოლოგიური უნარებით.
- აუცილებელია ინტერესი AI-ისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართ და სურვილი, მომავალში ასწავლოთ AI წიგნიერების საგანი.
- საორიენტაციო დატვირთვა კვირაში 3–4 საათს შეადგენს. ფორმატის მიხედვით კი პროგრამა 1 სემესტრი ან 1 სასწავლო წელი გაგრძელდება.
მიღება ხდება განაცხადისა და შერჩევის საფუძველზე; ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიმდინარე ნაკადზე მიღება დასრულებულია. ახლა გაგზავნილი განაცხადი მეორე სემესტრის ან შემდეგი სასწავლო წლის ნაკადს ეხება. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.
ხშირად დასმული კითხვები
ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?
პრიორიტეტი ენიჭებათ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათემატიკის მასწავლებლებს, თუმცა განაცხადი ნებისმიერი საგნის მასწავლებელს შეუძლია შემოიტანოს. სრული მოთხოვნები მოცემულია გვერდის „ვის შეუძლია პროგრამაში ჩართვა“ განყოფილებაში.
როგორია მიღების წესი?
მიღება ხდება განაცხადისა და შერჩევის საფუძველზე.
რამდენ ხანს გრძელდება პროგრამა?
პროგრამა გრძელდება ერთი სემესტრი ან ერთი სასწავლო წელი, მონაწილე მასწავლებლის გამოცდილებისა და პროგრესის მიხედვით.
რა დატვირთვაა?
საორიენტაციო დატვირთვა კვირაში 3–4 საათია.
რა ღირს მონაწილეობა?
მონაწილეობა უფასოა.
პროგრამის განაცხადი
მონაწილეობა უფასოა. მიღება ხდება განაცხადისა და შერჩევის საფუძველზე.