მთავარ შიგთავსზე გადასვლა
GAIA

პარტნიორობა

ერთად ვქმნით მომავალ AI თაობას

AI-ის ეპოქისთვის მომზადებული ახალი თაობის შექმნა ერთი ორგანიზაციის ან რამდენიმე კომპანიის ინიციატივა ვერ იქნება.

ეს არის ეროვნული ამოცანა, რომლის გარშემოც GAIA აერთიანებს სახელმწიფოს, კერძო სექტორს, აკადემიასა და პროფესიულ საზოგადოებას, რათა საქართველომ სისტემურად განავითაროს მომავალი თაობის AI უნარები და ტალანტები.

თანამშრომლობის მოდელი

ეროვნული სისტემა, რომელსაც GAIA კოორდინაციას უწევს

GAIA აყალიბებს პროგრამის საერთო მიმართულებას, ამზადებს სასწავლო რესურსებს და მასწავლებლებს და ერთმანეთთან აკავშირებს იმ მხარეებს, რომელთა მონაწილეობაც სისტემის განვითარებასა და სკოლებში დანერგვას ემსახურება.

პროექტის მართვა

GAIA

  1. სახელმწიფო

    სკოლები და ინფრასტრუქტურა

  2. კერძო სექტორი

    მხარდაჭერა და რესურსები

  3. აკადემია

    ცოდნა და ექსპერტიზა

ეროვნული მასშტაბი

AI უნარები მთელი ქვეყნისთვის

პროგრამის მიზანია ეტაპობრივად შეიქმნას მდგრადი სისტემა, რომელშიც აღმოვაჩენთ და განვავითარებთ ახალი თაობის AI ტალანტებს.

სკოლები კი კლუბებისა და გადამზადებული მასწავლებლების დახმარებით დამოუკიდებლად შეძლებენ AI უნარების სწავლებას.

კერძო სექტორის მხარდაჭერა ამ სისტემის უფრო სწრაფად მთელ ქვეყანაში გავრცელების შესაძლებლობას გვაძლევს.

ქართული ბიზნესი მომავალი თაობის AI ტალანტების მხარდასაჭერად

კერძო სექტორის კონსორციუმი აერთიანებს კომპანიებს, რომლებიც არ ქმნიან ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საგანმანათლებლო პროექტებს, არამედ ერთვებიან ერთიან სისტემაში, საერთო სასწავლო პროგრამითა და ტალანტების განვითარების საერთო ხედვით.

ერთი სისტემა. ბევრი პარტნიორი. ეროვნული მასშტაბი.

შეუერთდით კონსორციუმს

როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ

  • ეროვნული მასშტაბის მხარდაჭერა

    ხელი შეუწყეთ პროგრამის გაფართოებას, მეტი სკოლის, მოსწავლისა და მასწავლებლის ჩართვას და AI ტალანტების განვითარების სისტემის გაძლიერებას.

  • რეგიონული მხარდაჭერა

    კომპანიას შეუძლია განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მისთვის მნიშვნელოვან რეგიონს და ხელი შეუწყოს იქ სკოლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების პროგრამაში ჩართვას.

    რეგიონული მხარდაჭერა ერთიანი ეროვნული პროგრამის ნაწილია და არ ქმნის ცალკე კომპანიის საგანმანათლებლო პროგრამას.

  • რესურსითა და ექსპერტიზით მხარდაჭერა

    კომპანიებს შეუძლიათ პროგრამაში ჩაერთონ ტექნოლოგიური რესურსით, პროფესიული ექსპერტიზით, ინფრასტრუქტურით ან სხვა მხარდაჭერით, რომელიც პროგრამის ხარისხსა და მასშტაბს ზრდის.

რატომ არის ბიზნესის მონაწილეობა მნიშვნელოვანი

  • მომავალი სამუშაო ძალა

    დღევანდელი მოსწავლეები რამდენიმე წელიწადში საქართველოს უნივერსიტეტებსა და შრომის ბაზარზე შევლენ.

  • ქვეყნის კონკურენტუნარიანობა

    AI და ახალი ტექნოლოგიური უნარები საქართველოს ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.

  • მასშტაბი

    კერძო სექტორის ჩართულობა საშუალებას გვაძლევს სისტემა უფრო სწრაფად გავრცელდეს მეტ სკოლასა და რეგიონში.

პარტნიორები

ვინ ქმნის ამ სისტემას

სისტემის შექმნაში მონაწილე ორგანიზაციები, თანამშრომლობის ფორმის მიხედვით.

ინიციატორი და კოორდინატორი

  • GAIA

სახელმწიფო პარტნიორი

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

კერძო სექტორის პარტნიორები

  • Mastercard
  • Tegeta

შეუერთდით მომავალი AI თაობის შექმნას

თუ თქვენს კომპანიას სურს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ახალი თაობის AI უნარებისა და ტალანტების განვითარებაში, შემოუერთდით კერძო სექტორის კონსორციუმს.

გახდით პარტნიორი

დაგვიკავშირდით და ერთად განვსაზღვროთ, როგორ შეუძლია თქვენს კომპანიას წვლილის შეტანა.