სასწავლო პროგრამა
AI წიგნიერება: არჩევითი საგნის სასწავლო პროგრამა
სილაბუსი სკოლებისა და მასწავლებლებისთვის: რას სწავლობს მოსწავლე, რა თანმიმდევრობით და რა შეეძლება კურსის ბოლოს.
- გაკვეთილები
- 30/35 გაკვეთილი
- ხანგრძლივობა
- 1 სემესტრი
- კლასები
- IX–XI
ხანგრძლივობა სემესტრის მიხედვით
გაკვეთილების რაოდენობა სემესტრის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს. საჭიროების შემთხვევაში პროგრამა 30 გაკვეთილამდე მცირდება: ზოგიერთი გაკვეთილი და ფინალურ პროექტებთან დაკავშირებული გაკვეთილი ერთიანდება, ხოლო სწავლის ძირითადი შედეგები და თემების თანმიმდევრობა უცვლელი რჩება.
კურსის სტრუქტურა
17 სასწავლო კვირა, ხუთ ნაწილად. კვირების მიხედვით სრული სილაბუსი, თითოეული გაკვეთილის აღწერით, PDF ვერსიაშია.
კვირები 1–3გაკვეთილები 1–6
როგორ მუშაობს AI
რა არის AI და სად გვხვდება, როგორ სწავლობს მოდელი მონაცემებიდან, როგორ ქმნის გენერაციული AI და დიდი ენობრივი მოდელი პასუხს და რა ინფორმაციას ეყრდნობა.
კვირები 4–7გაკვეთილები 7–14
AI-ისთან ეფექტური და უსაფრთხო მუშაობა
ამოცანის მკაფიოდ ჩამოყალიბება და კონტექსტის მართვა, შესაბამისი ინსტრუმენტის შერჩევა, რატომ ცდება GenAI, AI სწავლაში და მონაცემთა უსაფრთხოება. ნაწილი მინი პროექტით სრულდება.
კვირები 8–11გაკვეთილები 15–22
შექმნა AI-ის გამოყენებით
გამოსახულება, ხმა, მუსიკა და ვიდეო, DeepFake-ისა და ხმის კლონირების რისკები, Vibe Coding და ფინალური პროექტის იდეების ჩამოყალიბება.
კვირები 12–15გაკვეთილები 23–30
კვლევა, კომუნიკაცია და AI აგენტები
ინფორმაციის მოძიება და კვლევა, საკუთარ წყაროებთან მუშაობა, პრეზენტაცია და მონაცემების ანალიზი, საკუთარი AI ასისტენტი, ინსტრუმენტები და აგენტური პროცესები.
კვირები 16–17გაკვეთილები 31–34
ფინალური პროექტი
გუნდური პროექტი მასწავლებლის მენტორობით, პროექტების წარდგენა და კურსის შეჯამება.
სწავლის შედეგები
პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:
მარტივად განმარტოს AI-ისა და GenAI-ის მუშაობის ძირითადი პრინციპები, მათ შორის, მონაცემების როლი, მოდელის სწავლების ზოგადი ლოგიკა და გენერაციული მოდელების მიერ შედეგის გენერირების პრინციპები.
განმარტოს AI-ის ძირითადი შესაძლებლობები და შეზღუდვები და გაიაზროს, რატომ შეიძლება AI-ის პასუხი იყოს არაზუსტი, არასრული, მიკერძოებული ან შეუსაბამო.
მკაფიოდ ჩამოაყალიბოს ამოცანა AI-ისთვის, მიაწოდოს საჭირო კონტექსტი და მოთხოვნები და მიღებული შედეგის მიხედვით ეტაპობრივად გააუმჯობესოს საკუთარი ინსტრუქცია.
ამოცანისა და მიზნის მიხედვით შეარჩიოს შესაბამისი AI ინსტრუმენტი ან ფუნქციონალი და ახსნას, რატომაა ის კონკრეტული დავალებისთვის შესაფერისი.
გამოიყენოს AI სწავლისა და აზროვნების პროცესის მხარდასაჭერად, ახალი თემის გასაგებად, კითხვების დასასმელად, ცოდნის შესამოწმებლად, უკუკავშირისა და მინიშნებების მისაღებად ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი აზროვნებისა და ფიქრის პროცესი, გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა და აქტიური ჩართულობა სწავლის პროცესში.
გამოიყენოს GenAI სხვადასხვა ტიპის პრაქტიკული და შემოქმედებითი ამოცანისთვის, მათ შორის, სწავლის, ჰობის, პირადი პროექტის ან სხვა ინტერესის ფარგლებში, და აღმოაჩინოს AI-ის გამოყენების ახალი შესაძლებლობები საკუთარი საჭიროებების მიხედვით.
მოარგოს, გადაამუშაოს და გააუმჯობესოს AI-ის მიერ შექმნილი შედეგი საკუთარი მიზნისთვის, ნაცვლად მისი უცვლელად გამოყენებისა.
კრიტიკულად შეაფასოს AI-ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და შექმნილი მასალა, საჭიროების შემთხვევაში გადაამოწმოს მნიშვნელოვანი ფაქტები და წყაროები და განასხვაოს სანდო ინფორმაცია საეჭვო ან დაუდასტურებელი პასუხისგან.
გამოიყენოს AI უსაფრთხოდ და პასუხისმგებლიანად, დაიცვას პირადი და კონფიდენციალური ინფორმაცია, ამოიცნოს გენერირებულ ან მანიპულირებულ კონტენტთან დაკავშირებული ძირითადი რისკები და გაითვალისწინოს საკუთარი პასუხისმგებლობა AI-ის პასუხების გამოყენებისა და გავრცელებისას.
გააერთიანოს კურსის განმავლობაში შეძენილი უნარები რეალური პროექტის ან პროდუქტის შესაქმნელად, მათ შორის, განსაზღვროს მიზანი, დაგეგმოს AI-ის გამოყენება, შეარჩიოს შესაბამისი ინსტრუმენტები, გაიაროს შექმნა-ტესტირება-გაუმჯობესების პროცესი და ახსნას AI-ისა და საკუთარი წვლილი საბოლოო შედეგში.
სრული სილაბუსი
PDF ვერსია მოიცავს პროგრამის მიზნებს, სწავლის შედეგებსა და მეთოდებს და ყველა გაკვეთილის აღწერას კვირების მიხედვით.