AI წიგნიერების ეროვნული პროგრამა
AI წიგნიერება საქართველოს სკოლებში
პროგრამის მიზანია, საქართველოში ყველა მოსწავლეს ჰქონდეს AI-ის სწორად, უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოყენებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. ამისთვის GAIA პარტნიორებთან ერთად მუშაობს სკოლებში AI წიგნიერების დანერგვასა და მასწავლებლების მომზადებაზე.
- ხანგრძლივობა
- 35 გაკვეთილი
- პერიოდი
- 1 სემესტრი
- კლასები
- IX–XI
- მიმართულება
- 3 პროგრამა
ერთი პროგრამა · სამი გზა მონაწილეობისთვის
როგორ ერთვებიან სკოლები, მოსწავლეები და მასწავლებლები
სკოლებისთვის
AI წიგნიერება არჩევით საგნად
სასწავლო პროგრამა და მხარდაჭერა სკოლებისთვის, რომლებსაც AI წიგნიერების არჩევით საგნად შეთავაზება სურთ.
ინფორმაცია სკოლებისთვისმოსწავლეებისთვის
AI წიგნიერების ონლაინ პროგრამა
ონლაინ პროგრამა მოსწავლეებისთვის, რომელთა სკოლაც AI წიგნიერებას არჩევით საგნად ჯერ არ სთავაზობს. შინაარსი იგივეა, რაც სკოლის პროგრამაში.
მოსწავლეების პროგრამამასწავლებლებისთვის
მასწავლებლების პროგრამები
პრაქტიკული ტრენინგები პროფესიული საქმიანობისთვის და მომზადება AI წიგნიერების საგნის სწავლებისთვის.
მასწავლებლების პროგრამები
AI წიგნიერება ახალი თაობისთვის აუცილებელი უნარია
ხელოვნური ინტელექტი სწავლის, მუშაობის, შემოქმედებისა და ყოველდღიური საქმიანობის სულ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. ეს ცვლის იმას, რა უნარები დასჭირდება დღევანდელ მოსწავლეს, მიუხედავად იმისა, რომელ პროფესიას აირჩევს.
AI-ის გააზრებულად, ეფექტურად და უსაფრთხოდ გამოყენება ვიწრო ტექნიკური სპეციალობა არ არის. ეს საბაზისო უნარია და მისი სწავლა სკოლიდანვე უნდა დაიწყოს და არა მხოლოდ ერთეულ სკოლებში, არამედ ქვეყნის მასშტაბით.
სწორედ ამიტომ ვქმნით ერთიან ეროვნულ პროგრამას ყველა მოსწავლისთვის, მთელი საქართველოდან. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ქვეყნის ადამიანური კაპიტალის, ეკონომიკური ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხია.
ყველა მოსწავლისთვის
საგანი ტექნიკური სპეციალიზაცია არ არის და პროგრამირების ცოდნას არ მოითხოვს.
სკოლიდანვე
უნარები მაშინ ყალიბდება, როცა მოსწავლე AI-ს სწავლაში პირველად იყენებს.
ერთიანი სტანდარტით
შეიქმნა და დამტკიცდა AI-ის ცოდნის სტანდარტი.
თანამშრომლობა
AI წიგნიერების ეროვნული პროგრამის პარტნიორები
AI წიგნიერების ეროვნულ პროგრამას GAIA ქმნის და კოორდინაციას უწევს, სახელმწიფოსთან, კერძო სექტორთან და აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან ერთად.
ინიციატორი
საჯარო პარტნიორი

პარტნიორი

პარტნიორი
პარტნიორი

პარტნიორი
პროგრამაში ჩართვა
თითოეული მიმართულების შესახებ ინფორმაცია და რეგისტრაციის გზა შესაბამის გვერდზეა თავმოყრილი.
ხშირად დასმული კითხვები
ვისთვის არის პროგრამა?
AI წიგნიერების ეროვნული პროგრამა აერთიანებს არჩევით საგანს სკოლებისთვის, ონლაინ პროგრამას მოსწავლეებისთვის და პროგრამებს მასწავლებლებისთვის.
რა ფორმატში ტარდება პროგრამა?
მოსწავლეებისთვის ერთი და იგივე AI წიგნიერების პროგრამა ხელმისაწვდომია სკოლაში არჩევით საგნად და ონლაინ. მასწავლებლების პრაქტიკული ტრენინგები ონლაინ ტარდება, ხოლო საგნის სწავლებისთვის ცალკე მომზადების პროგრამა მოქმედებს.
არის თუ არა მონაწილეობა უფასო?
დიახ. მოსწავლეების, სკოლებისა და მასწავლებლების პროგრამებში მონაწილეობა უფასოა.
საჭიროა თუ არა პროგრამირების ცოდნა?
არა. AI წიგნიერების პროგრამა საბაზისო დონიდან იწყება და წინასწარ ტექნიკურ ცოდნას არ მოითხოვს.
როგორ ხდება რეგისტრაცია?
მონაწილეობის ინფორმაცია და შესაბამისი სარეგისტრაციო გზა მოცემულია მოსწავლეების, სკოლებისა და მასწავლებლების გვერდებზე.
როგორ ერთვება სკოლა?
სკოლის გვერდზე მოცემულია არჩევითი საგნის შესახებ ინფორმაცია და სკოლის განაცხადის ბმული.
რა შესაძლებლობებია მასწავლებლებისთვის?
მასწავლებლებისთვის ორი მიმართულებაა: პრაქტიკული AI ტრენინგები ნებისმიერი საგნის მასწავლებლებისთვის და მომზადების პროგრამა AI წიგნიერების საგნის სწავლებით დაინტერესებული მასწავლებლებისთვის.
ვინ ახორციელებს პროგრამას?
პროგრამას საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA) ახორციელებს. პარტნიორები და თანამშრომლობის მოდელი აღწერილია პარტნიორების გვერდზე.
